სიახლეები

სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგმა“ საერთაშორისოდ აღიარებული ISO 45001:2018, ISO 14001:2015 და ISO 9001:2015 სერტიფიკატები მიიღო

მარ 26, 2024

სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგმა“ საერთაშორისოდ აღიარებული ISO 45001:2018, ISO 14001:2015 და ISO 9001:2015 სერტიფიკატები მიიღო

საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის BUREAU VERITAS GEORGIA LLC მიერ ჩატარებული გარე აუდიტის საფუძველზე, 2024 წლის თებერვალში სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგს” მიენიჭა ISO 45001:2018, ISO 14001:2015 და ISO 9001:2015 საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები. 

ISO 45001:2018, ISO 14001:2015 და ISO 9001:2015 სერტიფიკატების მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო 2022 წლის ნოემბერში. კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სერტიფიცირების პერიოდში აქტიურად იყო ჩართული კომპანიის ყველა შესაბამისი განყოფილება.

ISO 45001:2018 (შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემები) არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს შრომის უსაფრთხოების (OH&S) მართვის სისტემისთვის. აღნიშნული სტანდარტი აძლევს ორგანიზაციას შესაძლებლობას, მართოს რისკები, შეამციროს სამუშაო ადგილზე ინციდენტები და გააუმჯობესოს შრომის უსაფრთხოება სტანდარტის შესაბამისად.

ISO 14001:2015 (გარემოსდაცვითი მართვის სისტემები) საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია გარემოსდაცვითი მართვის სისტემებისთვის (EMS). აღნიშნული სტანდარტის ფარგლებში, ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა მუდმივად გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი საქმიანობა და მიიღოს შესაბამისი  ზომები გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად.

ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) ხარისხის მართვის გლობალურად აღიარებული სტანდარტია. აღნიშნული სტანდარტის ფარგლებში განისაზღვრება, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს, დაინერგოს, შეინარჩუნდეს და მუდმივად გაუმჯობესდეს ხარისხის მართვის სისტემა (QMS) ორგანიზაციაში.

„მოხარულები ვართ, რომ ISO-ს მოთხოვნების დანერგვის პროცესში გამოჩნდა, რომ ჩვენი საქმიანობა და პროცედურები დიდწილად შეესაბამებოდა ISO-ს სტანდარტებს. სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა სერტიფიცირების პრიოცესს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ და დავნერგოთ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები. ISO 45001:2018, ISO 14001:2015 და ISO 9001:2015 სტანდარტების დანერგვით, ჩვენ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი კომპანიის საქმიანობის ხარისხის მართვა, უკეთ დავიცვათ კომპანიის თანამშრომლები და ვმართოთ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. აგრეთვე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენს საქმოანობაში მივიღოთ პროაქტიური ზომები გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესამცირებლად. ყოველიზე ზემოთქმული კი, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ჩვენი კომპანიის მომხმარებლებისთვის უფრო ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა დადებითად შეაფასდა და ამ კუთხით მოგვენიჭა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.