სოციალური პასუხისმგებლობა



ენერგო-პრო ორიენტირებულია მდგრად ინვესტირებაზე და ანგარიშგებაზე. გარემოს დაცვის, სოციალური და მართვის პოლიტიკაში დაფიქსირებულია ჩვენი მიდგომები აღნიშნული მიმართულებით და წარმოადგენს ჩვენი „მდგრადობის სტრუქტურის“ შემადგენელ ნაწილს. ვაღიარებთ პასუხისმგებლიანი ინვესტირების და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას საზოგადოებაში, სადაც ვოპერირებთ, გარემოს და ბიომრავალფეროვნების და კავშირების დამყარების და საქმიანობის წარმოების ფორმის მნიშვნელობას. შევიმუშავეთ სამუშაოს შესრულების ძირითადი ინდიკატორები.


გარემო

ჩვენი მიზანია დავიცვათ ბუნებრივი და ფიზიკური გარემო, როემლზეც გავლენას ახდენს ჩვენი ოპერაციები. ვითვალისწინებთ კლიმატის ცვლილებასთან და ბუნებრივი რესურსების ამოწურვასთან დაკავშირებულ მზარდ გლობალურ პრობლემებს.


სოციალური საკითხები

გააზრებული გვაქვს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში კონტრიბუციის მნიშვნელობა ოპერირების არეალებში, ასევე დადებითი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობა.  გასათვალისწინებელი მიმართულებებია:

• ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება;
• ანაზღაურების სავალდებულო დონე;
• ადამიანის უფლებების პატივისცემა;
• თანამშრომლის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;
• შრომითი და სამუშაო პირობები;
• თანაბარი შესაძლებლობები, გენდერული თანასწორობა, თანაბარი ანაზღაურება თანაბარი სამუშაოსთვის, ტრეინინგი და უნარების განვითარება და შშმ პირების ინკლუზია;
• ადგილობრივი დასაქმება და შესყიდვები;
• მოსახლეობის კუთვნილი მიწის და ქონების დაცვა;
• კულტურული მემკვიდრეობის და არქეოლოგიური უბნების დაცვა;
• საზოგადოებაში ინვესტირება.
• მონაწილეობითი კონსულტაცია და გამჭვირვალე დაინტერესებული მხარეების გამჭვირვალე ჩართულობა.


მმართველობა

ჩვენი მიზანია დავიცვათ მოქმედი კანონები და საქმიანობა ვაწარმოოთ ეთიკურად და გამჭვირვალედ, ძირითადი სფეროებია:

• კომპანიის ღირებულებები;
• ბორდის მრავალფეროვნება;
• საერთო ქცევის კოდექსი;
• ინფორმირების პოლიტიკა;
• კორუფციის და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა;
• ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციის ნებისმიერი ფორმისადმი და არაეთიკური საქციელისადმი;
• პატიოსნების უმაღლესი სტანდარტების დაწესება საქმიანობის ყველა მიმართულებაში და ურთიერთობაში მთავრობასთან, პარტნიორებთან და საზოგადოებასთან.
• გსმ-ისა და მდგრადობის შესრულების შესახებ მოხსენება და გამჟღავნება ზუსტად, გამჭვირვალედ და გლობალურად აღიარებული გსმ პლატფორმების მეშვეობით.