სიახლეები

სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ენერგეტიკული დარგის პოპულარიზაციას განაგრძობს

ნოე 20, 2024

სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ენერგეტიკული დარგის პოპულარიზაციას განაგრძობს

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ კომპანიის მფლობელობაში მყოფ ჯიფაუერისაირტურბინულ ელექტროსადგურზე ბადიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ედელვაისის“ სტუდენტებს უმასპინძლა.

სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ აქტიურად არიან ჩართულები ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციაში და ამ კუთხით ახორციელებენ რიგ პროექტებს. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობენ პროფესიულ სასწავლებლებთან და საჯარო სკოლებთან, ატარებენ გაცნობითი ხასიათის გაკვეთილებს და ტრეინინგებს, ხოლო შემდეგ სტუდენტები მიჰყავთ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზე, სადაც ადგილზე აცნობენ მათ სადგურის სამუშაო პროცესებს.

2023 წელს CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა. როგორც ერთერთმა პარტნიორმა კომპანიამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგმა“ აღნიშნულ შეხვედრაზე დაასახელა კომპანიის რჩეული, რომელიც გახდა ბადიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ ედელვაისი“. კომპანიამ კლუბს გადასცა 1 200 ლარის ოდენობის გრანტი და ბადიაურის სკოლაში მეტეოროლოგიური ლაბორატორია მოაწყო. 

საგანმანათლეობლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, რაც კომპანიის სტრატეგიის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.