მომსახურება
სინათლისთვის
ენერგო-პრო ჯგუფი საქართველოში
ენერგო-პრო ჯგუფი საქართველოში მოღვაწეობს 2006 წლიდან. დღეისთვის ჯგუფი საქართველოში წარმოდგენილია 5 კომპანიის სახით
სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ - არის სააქციო საზოგადოება, რომელიც შეიქმნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 2021 წელს. კომპანიის დაარსება დაკავშირებული იყო საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან, რომლის მიზანია საზოგადოების მაღალი სტანდარტების მქონე ბაზრის შექმნა, მომსახურება და მომხმარებელთა დაცვა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავისუფლად აირჩიონ თავიანთი მომწოდებლები. ჰოლდინგი უზრუნველყოფს ენერგო-პრო ჯგუფის კომპანიების ფუნქციონირებისათვის საჭირო ზოგად სერვისებს, საერთო მომსახურების სახით. აღნიშნული კომპანიის შექმნით შესაძლებელი გახდა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სამართლებრივი განცალკევების პირობებში კომპანიების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ზოგადი (არასპეციფიკური) საქმიანობის არსებული რესურსებით უზრუნველყოფა.
ჩვენი
კომპანიები
-
სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“
არის სააქციო საზოგადოება, რომელიც შეიქმნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 2021 წელს. კომპანიის დაარსება დაკავშირებული იყო საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან, რომლის მიზანია საზოგადოების მაღალი სტანდარტების მქონე ბაზრის შექმნა, მომსახურება და მომხმარებელთა დაცვა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავისუფლად აირჩიონ თავიანთი მომწოდებლები. ჰოლდინგი უზრუნველყოფს ენერგო-პრო ჯგუფის კომპანიების ფუნქციონირებისათვის საჭირო ზოგად სერვისებს, საერთო მომსახურების სახით. აღნიშნული კომპანიის შექმნით შესაძლებელი გახდა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სამართლებრივი განცალკევების პირობებში კომპანიების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ზოგადი (არასპეციფიკური) საქმიანობის არსებული რესურსებით უზრუნველყოფა.
თბილისი
-
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“
აბონენტების რაოდენობისა და მომსახურების არეალის გათვალისწინებით, სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ წარმოადგენს ერთერთ ყველაზე დიდ ენერგოკომპანიას ამიერკავკასიის რეგიონში. კომპანია ახდენს ელექტროენერგიის დისტრიბუციას და ეწევა კომპანიაში არსებული დაბალი, საშუალო და მაღალი ძაბვის ქსელის მომსახურებას. კომპანია დაყოფილია 5 ფილიალად (აღმოსავლთ საქართველოს ცენტრალური ფილიალი; სამხრეთ საქართველოს ფილიალი, დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალი, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალი და კახეთის ფილიალი) და ემსახურება 1 288 097-ზე მეტ აბონენტს საქართველოს რეგიონების მასშტაბით. სს “ენერგო–პრო ჯორჯია” არის ერთერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 6000-მდე პროფესიონალი. კომპანია ქმნის სამუშაო ადგილებსა და თანაბარი დასაქმების შესაძლებლობას რეგიონებში. წლებია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ შედის იმ კომპანიების ათეულში, რომლებიც ახორციელებენ ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში.
თბილისი
-
სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“
კომპანიის საქმიანობის საგანია ელექტროენერგიის მიწოდება. საქართველოში მიწოდება სადისტრიბუციო ბიზნესის ნაწილი იყო, სანამ 2021 წლის 1 ივლისს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში არ მოხდა სადისტრიბუციო და მიწოდების საქმიანობის გამიჯვნა.
სს „ეპ-ჯორჯია მიწოდებას“ დაკისრებული აქვს ელექტროენერგიის მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სალიცენზიო არეალში განსაზღვრულია ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად, საჯარო მომსახურების მიმწოდებლად და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად.
თბილისი
-
სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“
კომპანია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტრო სადგურებს საერთო ჯამური სიმძლავრით 488,96მგვტ. 2021 წლიდან „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ფლობს გარდაბნის აირტურბინულ ელექტროსადგურს “ჯი-ფაუერი”. ამ ეტაპზე ელექტროსადგურის ნომინალური სიმძლავრე 110 მეგავატია. გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური წარმოადგენს კომბინირებული ციკლით მომუშავე ორთქლაირული ელექტროსადგურის აირტურბინულ ზედნაშენს, ის უზრუნველჰყოფს გარანტირებულ სარეზერვო სიმძლავეს საქართველოს ერთიანი ელექტროსისტემის სტაბილურობის, უსაფრთხოების და საიმედოობის მიზნით. გარდაბნის აირტურბინულ სადგურს აქვს 4 ტურბინა 2 გენერატორით, ორივე მათგანი 55 მეგავატიანი დადგმული სიმძლავრით. სადგური ქსელს უერთდება 110 კვ ხაზით
თბილისი
სიახლეები
მაი 02, 2024
მიხეილ ბოცვაძე - ,,ენერგო-პრო ჯორჯია” კვლავ უსამართლოდ დაჯარიმდა მარეგულირებელი კომისიის მიერ
მარ 26, 2024
სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგმა“ საერთაშორისოდ აღიარებული ISO 45001:2018, ISO 14001:2015 და ISO 9001:2015 სერტიფიკატები მიიღო
ოქტ 26, 2023
ჩეხეთის ახალი ელჩი ,,ენერგო-პრო ჯგუფის“ კუთვნილ ერთ-ერთ ჰიდროელექტროსადგურს ეწვია